fbpx
საბერძნეთი

სინოპტიკოს არნაუტოღლუს გაფრთხილება: “ძლიერი წვიმა და ქარი დღეს თითქმის მთელ საბერძნეთში”

სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს ინფორმაციით, დღეს დღის მეორე ნახევარში თითქმის მთელი საბერძნეთის მასშტაბით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი, რისთვისაც ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობა მზად უნდა იყოს. ამინდის არასტაბილურობა ჩრდილოეთით გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნასაც, თუმცა, უმნიშვნელოდ.

წვიმა და ძლიერი ქარი მოიცავს თითქმის მთელ სახმელეთო ტერიტორიას, დღის მეორე ნახევარში, თუმცა, გვიან ღამის საათებში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მართალია დღე მზიანი ამინდით დაიწყო, თუმცა, მოსალოდნელია ნალექი შუადღის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა კი, 14-დან 21 გრადუსამდე იქნება.

იხილეთ პროგნოზი გრაფიკულად:

onalem

ტესტ