fbpx
კრიმინალი

დააკავეს ბერძენი, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა – მან ცხედარი პიერიადან ხალკიდონაში გადაიტანა

საბერძნეთის პოლიციამ, როგორც იქნა, დააკავა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი 71 წლის დედა სანადირო იარაღით მოკლა და მანქანაში მიატოვა. თავდაპირველად ეგონათ, რომ ქალი ადგილზე მოკლეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 34 წლის მამაკაცმა ის პიერიის ტერიტორიაზე მოკლა და ცხედარი ხალკიდონაში გადაიტანა.

მკვლელობიდან 20 დღე გავიდა და დამნაშავე საბოლოოდ დაკავებულია. სანამ მისი ძებნა მიმდინარეობდა, არსებობდა ეჭვები, რომ მან საკუთარ თავს რაიმე დაუშავა, ვინაიდან პოლიცია მის კვალზე გასვლას ვერ ახერხებდა. ის, სავარაუდოდ, ამ დღეების მანძილზე მუდმივად გადაადგილდებოდა.

34 წლის ბერძენს დატოვებული ჰქონდა წერილი, რომელიც პოლიციამ მაშინვე იპოვა, ის ხსნიდა მიზეზებს, თუ რის გამო მოკლა დედა, აღნიშნავდა, რომ ამის მიზეზი ქალის სერიოზული ფსიქიკური პრობლემები იყო, რომელთაც ვეღარ იტანდა, ამიტომ, მკვლელობა დაგეგმა.

 

onalem

ტესტ