fbpx
კრიმინალი

ათენი: მამაკაცი სხვების ბინებს აქირავებდა, 2-3 თვის ქირას წინასწარ იღებდა და ქრებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე დააპატიმრა და კიფსელის განყოფილებაში გადაიყვანეს, თაღლითობის ბრალდებით.

საუბარია 66 წლის მამაკაცზე, რომელიც თავს სასამართლოს მაღალჩინოსნად ასაღებდა. ის ათენის უბნებში გასაქირავებელ ბინებს ეძებდა, მეპატრონეებს ხვდებოდა, არწმუნებდა, რომ გასაღებები მისთვის გადაეცათ და შემდეგ ამ ბინებს სხვებზე აქირავებდა.

ირკვევა, რომ ის წინასწარ იღებდა 2-3 თვის ქირას და როგორც კი თანხას ხელში დაიჭერდა, უკვალოდ ქრებოდა. შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ბინის მეპატრონე და დამქირავებელი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ.

ბოლოს მსგავსი დანაშაული მან 10 სექტემბერს ჩაიდინა, იგივე მეთოდით სცადა, რომ ბინა უცხოელზე გაექირავებინა და სწორედ კონტრაქტის გაფორმების დროს დააპატიმრეს. მის მფლობელობაში აღმოჩნდა ბინების გასაღებები.

 

onalem

ტესტ