fbpx
საბერძნეთი

“დამნაშავე მალე ისევ გარეთ იქნება, იოანა კი არასოდეს” – ნიკოს ალექსანდრის

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ იოანა პალიოსპირუზე მჟავით თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო, რომელზეც ბრალდებული არ გამოცხადდა. ტელეკომპანია Mega-სთან მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკოს ალექსანდრიმ ისაუბრა და თქვა, რომ იოანა იქნება აბსოლუტურად ყველა პროცესზე და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

“დამნაშავე მოვალეა არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ მართლმსაჯულების წინაშეც. ბრალდებულის გადაწყვეტილება, რომ არ გამოცხადებულიყო სასამართლოზე, არის უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი. როდესაც იოანამ შეიტყო, რომ ის ადგილზე არ მივიდოდა, გაბრაზდა, მაგრამ მისი რეაქცია იყო ადამიანური და დასაბუთებული. 

იოანა იქნება ყველა პროცესზე და დაელოდება ბრალდებულს. ის ყოველთვის იქ იქნება. თუ დაკავებული ელოდება, რომ იოანა ჩვენებას მისცემს და შემდეგ მისგან გათავისუფლდება, ძალიან ცდება, ის იოანას ყველა სხდომაზე პირისპირ ნახავს. 

განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე წელში დამნაშავე ისევ გარეთ იქნება, იოანა კი, არასოდეს. სამწუხაროდ, რაც უნდა იყოს სასჯელი, ციხის კედლებში მცირე რაოდენობის წლებს გაატარებს. რაც შეეხება იოანას ჯანმრთელობას, ექიმები ამბობენ, რომ მისი მკურნალობა ერთი ნაბიჯით უნდა წავიდა, მაგრამ ადამიანის ძალას ბევრი რამის გადალახვა შეუძლია,” ამბობს ადვოკატი.

onalem

ტესტ