fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთის პოლიცია გეგმავს გააფართოვოს ინფორმატორთა ქსელი და ანტიტერორისტული პოტენციალი.

წყაროთა ქსელის გაფართოების კონფიდენციალური გეგმის შესახებ იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, სამოქალაქო დაცვის სამინისტროში დაიბადა და როგორც ცნობილია, უკვე გააქტიურებულია. პოლიცია მობილიზებულია ქალაქის ცენტრში უცხოელი მოქალაქეებისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად, რადიკალი ისლამისტების ტერორისტული საქმიანობის შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, 30 უცხოელი მოქალაქე პაკისტანიდან, სირიიდან, ერაყიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან უკვე იდენტიფიცირებულია.

მსგავსი სტრატეგიით მოქმედებენ სხვა ევროპის კავშირის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიასა და იტალიაში.

საბერძნეთის პოლიციის მიზანია ქალაქში ტერორისტული თავდასხმები აიცილოს თავიდან. ამ გადაწყვეტილების მიღება გასულ თვეს, ყოფილი პრემიერის ლუკად პაპადიმოს მანქანაში მომხდარმა აფეთქებამ დააჩქარა.

onalem

ტესტ