fbpx
კრიმინალი

35 წლის მამაკაცი მარათონაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააკავეს

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარათონაში, ხანძრის ხუთი კერის გაჩენის ბრალდებით, 35 წლის მამაკაცი დააკავეს. ის აღნიშნულ ქმედებებს 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ჩადიოდა.

დღეს, 1 აგვისტოს, საბერძნეთის პოლიციის და საგამოძებო დეპარტამენტის ერთობილივი მუშაობის შედეგად მისი დაკავება მოხერხდა.

მამაკაცმა რიზარის ტერიტორიაზე (ატიკის პრეფექტურა, მარათონა) 26-დან 31 ივლისის ჩათვლით ხუთი ხანძარი გააჩინა.

ბრალდებულს ათენის სასამართლოს პირველ ინსტანციაში დღესვე გადაიყვანენ.

ცნობილია, რომ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, როგორც ბერძნული მედია იუწყება, “მას მოსწონს ცეცხლი და სიამოვნებას ანიჭებს მეხანძრეთა ყურება, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად გარბიან.”

რიზარის ტერიტორიაზე მან ცეცხლი მატის ტრაგედიის პარალელურად გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ბრალდებული გამვლელმა სწორედ დანაშაულის ჩადენისას შენიშნა და პოლიციას შეატყობინა.

 

onalem

ტესტ