fbpx
საბერძნეთი

“თუ ჩემი ძმა ვაქცინით დაიღუპა, ამას ვერასოდეს გავიგებთ, დამალავენ” – ტრაგედია საბერძნეთში

არკადიაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. ბიჭს სიკვდილამდე ორი დღით ადრე pfizer-ის პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული, რაც ამ დროისთვის ერთადერთი საკითხია, რასაც ოჯახი მის გარდაცვალებას უკავშირებს.

მისი ძმა აცხადებს, რომ ვაქცინაციამდე მშობლებმა ბიჭი პედიატრთან წაიყვანეს, რათა მათთვის დასტური მიეცა, აცრის გასაკეთებლად.

“ილიამ ვაქცინა გაიკეთა, მაგრამ ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, მშობლებმა პედიატრთან წაიყვანეს, რომ ანალიზები აეღო და დავრწმუნებულიყავით, რომ შეიძლებოდა მისთვის აცრა. გუშინ ვესაუბრე სწორედ ამ პედიატრს და მითხრა, რომ მხოლოდ გარეგანი დათვალიერება ჩაუტარა და უბრალოდ ფურცელი მისცა, სადაც ეწერა, რომ ბიჭი ჯანმრთელი იყო. არც სისხლის ანალიზი გაუკეთებია, არც რაიმე სხვა. ისიც უთხრა, რომ შეეძლო აცრილიყო და თავისი შვილების აცრასაც აპირებდა.

ორ თვეში გვეცოდინება ექსპერტიზის საბოლოო შედეგი. მინდა გავიგო, რით დამეღუპა 15 წლის ძმა. სამწუხაროდ, თუ ეს ყველაფერი ვაქცინის გვერდითი მოვლენების შედეგია, ვერასოდეს გავიგებთ, რადგან მიზეზი თუ ეს არის, აუცილებლად დამალავენ,” ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ბიჭის ორივე მშობელი აცრილია ორივე დოზით და არცერთ მათგანს არ ჰქონია არანაირი გართულება.

onalem

ტესტ