fbpx
საბერძნეთი

ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანიმ, ფსირიში იმ რესტორანში ისადილა, სადაც პაკისტანელები თავდასხმას ამზადებდნენ

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი იმ რესტორან-სინაგოგას ეწვია, რომელიც როგორც გამოძიება იუწყება, პაკისტანელების ტერორისტული თავდასხმის სამიზნე იყო. ბაკოიანიმ ფსირიში მდებარე ამ ებრაულ რესტორანში სადილი მიირთვა და მკაფიო მესიჯი გააგზავნა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, ასევე, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა ათენის ებრაულ თემს, ზოგადად, ებრაელ ხალხს, რომელიც საბერძნეთს სტუმრობს და ასევე, ინვესტორებს.

როგორც უკვე ცნობილია, ამ სინაგოგაზე პაკისტანელი ტერორისტები თავდასხმას ამზადებდნენ და აპირებდნენ მინიმუმ 50 ადამიანის დახოცვას, თითოეულის სანაცვლოდ კი, 15.000 ევრო უნდა აეღოთ.

“ათენი უსაფრთხო ქალაქია, ეს არის ღია და სტუმართმოყვარე ქალაქი. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო პრაქტიკული მხარდაჭერა და მინდა, რომ ყველამ მკაფიო მესიჯი გავაგზავნოთ შეუწყნარებლობის, ძალადობის, ანტისემიტიზმის, სიძულვილის წინააღმდეგ. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა უშიშროების სამსახურებს და ორგანოებს“, თქვა ბაკოიანიმ.

onalem

ტესტ