fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

იოანა ტუნი ათენში პირველ მაღაზიას ხსნის – მისი სუფთა შემოსავალი თვეში 20.000-25.000 ევროა

იოანა ტუნი, რომელიც საკუთარ თავს საბერძნეთში ნომერ პირველ ინფლუენსერს უწოდებს, ათენში ჩამოდის და როგორც ირკვევა, პირველ მაღაზიას ხსნის. მან ახლახანს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და ამბობს: “რთულია იყო საბერძნეთში N1 ინფლუენსერი, დედა და ამავე დროს, ბიზნესვუმენი.”

ცხადია, საზოგადოების ნაწილი მის განცხადებებს მოწონებით შეხვდა, ნაწილისგან კი, კრიტიკული გამოხმაურება დაიმსახურა.

ტუნის აქვს ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზია, Bubblegun, რომელიც აქამდე მხოლოდ პლატფორმის სახის იყო, ხოლო ახლა ათენში პირველ ფილიალს ხსნის. Humble-ის მონაცემების მიხედვით, იოანა ტუნის წმინდა შემოსავალი თვეში 20.000-25.000 ევროა, რის მიხედვითაც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად.

მისი მაღაზია, როგორც ირკვევა, არა ათენის მდიდრულ გარეუბანში, არამედ პერისტერიში, ცენტრალურ გზაზე იქნება და საკმაოდ დაბალ ფასებს შესთავაზებს მომხმარებლებს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან.

onalem

ტესტ