fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: ქალმა 3 წლის ბავშვი სასამართლოსთან მიატოვა და გაიქცა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა.

ირკვევა, რომ დღეს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ირაკლიოში მდებარე სასამართლოს წინ ქალმა 3 წლის ბავშვი მიატოვა და დიდი სისწრაფით გაიქცა.

იქვე მყოფი ხალხი ნანახით შოკში ჩავარდა და სამი ქალი აედევნა, თუმცა, უშედეგოდ. ქალი თვალს მიეფარა და ვერ მოახერხეს დასწეოდნენ და შეეჩერებინათ.

ცხადია, ადგილზე პოლიცია მობილიზდა და მცირეწლოვანი ბავშვი შესაბამის სტრუქტურაში გადაიყვანეს. ქალი კი, ამ დრომდე იძებნება.

უცნობია, თუ რამ მიიყვანა ის იმ ზომამდე, რომ ბავშვი მიატოვა. ოფიცრები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ.

onalem

ტესტ