fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალი სამგზავრო გემიდან წყალში გადავარდა (კადრები)

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პერამას პორტში მოხდა, სადაც ქალბატონი სამგზავრო გემიდან გადავარდა.

როგორც ირკვევა, ის გემის მეორე სართულზე ავიდა, სადაც მგზავრთა შესვლა აკრძალული იყო და გაურკვეველ ვითარებაში გემბანიდან წყალში გადავარდა.

მას პატარა ზომის ნავით მიუახლოვდნენ და წყლიდან ამოიყვანეს, შემდეგ კი, მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს პროფილაქტიკის მიზნით.

onalem

ტესტ