fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის რეიდები – 24 საათის მანძილზე 250 ადამიანი დააკავეს

გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით საბერძნეთის პოლიციამ მიზანმიმართული რეიდები განახორციელა, რომელთა შედეგადაც ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ კონტროლი ჩაატარა საზოგადოების უსაფრთხოების ამაღლებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

შემოწმებები ძირითადად განხორციელდა უბნებში, სადაც ფიქსირდება კრიმინალური დანაშაულის გაზრდილი რაოდენობა. სტატისტიკის მიხედვით, ჯამში კონტროლი გაიარა 20.968-მა ადამიანმა, ასევე შეამოწმეს 16.284, საიდანაც:

პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს 61 პირი.

აქედან 250 დარჩა პატიმრობაში.

დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების 4.651 დარღვევა.

81 მანქანიდან მეპატრონეებს ჩამოერთვათ სამი მათგანი.

რეიდების უმეტესობა განხორციელდა ატიკის რეგიონში, ძირითადად დასავლეთით, სადაც კონტროლი გაიარა 1016-მა ადამიანმა.

onalem

ტესტ