fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

გალაცის სკოლაში 10 წლის ბავშვი იარაღით დაჭრეს

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს სკოლებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გალაცის მე-9 სკოლაში, 10 წლის ბიჭს, რომელიც ეზოში კალათბურთს თამაშობდა, ხელში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. ANT1-ის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას შუადღეს მოხდა.

პოლიცია დამნაშავეს ეძებს და ვარაუდობს, რომ გასროლა იმ მიზეზით მოხდა, რომ რომელიმე მაცხოვრებელს საშინლად აწუხებდა ბავშვების ხმაური.

”არ ვიცი რა იყო მიზეზი, თუმცა, რაც მან გააკეთა, სრულიად მიუღებელია!” , აცხადებს დაჭრილი ბავშვის მამა.

ასანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ეს უკვე მსგავსი ტიპის მეორე შემთხვევაა.
შაბათს შუადღეს აგრინიოში 9 წლის ბიჭი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, მასაც იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ბავშვს ტყვია სახიდან ამოუღეს.

აგრინიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს.

onalem

ტესტ