fbpx
საბერძნეთი

1-ლი იანვრიდან ავტობანების გამოყენების საფასური იმატებს – რა დაგვიჯდება კონკრეტული მარშრუტები?!

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საბერძნეთში ეროვნული გზატკეცილების, იგივე ავტობანების გამოყენების საფასური იმატებს. საუბარია 7,6-7,7%-იან მატებაზე ქვეყნის ყველა ძირითად გზატკეცილზე.

საინტერესოა, თუ რა ეღირება მარშრუტები, რომლებსაც საბერძნეთის მოსახლეობა ახალი წლიდან განახორციელებს და აუცილებლად უნდა ისარგებლოს ავტობანით (Διόδια).

ერთი ავტომობილისთვის ათენი-თესალონიკის მარშრუტი განისაზღვრება 33,75 ევროთი (ნაცვლად 31,35 ევროსი), ათენი-იოანინა (რიო-ანტირიოს ხიდის გავლით) გახდება 41,15 ევრო, ნაცვლად 38,25 ევროსი, მარშრუტი ათენი – პატრა ეღირება 12,70 ევრო, 11,80 ევროს ნაცვლად და მარშრუტი ათენი – კალამატა 15 ევრო იქნება, დღევანდელი 13,95 ევროს ნაცვლად.

როგორც ვხედავთ განსხვავებები საკმაოდ თვალსაჩინოა და ასევე, მნიშვნელოვანია საკითხი, თუ რა საფასური იქნება მანქანის სახეობების მიხედვით, ვინაიდან როგორც ვიცით, მსუბუქ და დიდი ზომის ავტომობილებს სხვადასხვა საფასური აქვთ.

აღნიშნული განსხვავებები გამოქვეყნდება დეკემბრის თვის მანძილზე.

onalem

ტესტ