fbpx
საბერძნეთი

“სუფთა ორშაბათს”, 27 თებერვალს, საბერძნეთში სურსათის მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

ვაჭრობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალური სამდივნოს ინფორმაციით, მომდევნო ორშაბათს, 27 თებერვალს, საბერძნეთში სურსათის მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

როგორც ირკვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროში უამრავი კითხვა შევიდა, რის შედეგადაც განმარტეს, რომ სურსათის მაღაზიბი “სუფთა ორშაბათს” ღია იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უქმე დღეა.

სამინისტროს განმარტების მიხედვით, აღნიშნული დაწესებულებების მუშაობა საჭიროა იმის გამო, რომ მომხმარებლებმა სამარხვო საკვების შეძენა შეძლონ.

27 თებერვალს სხვა კომერციული მაღაზიები, საჯარო და კერძო სექტორი, ჩვეულებრივ, დაკეტილი რჩება (გამონაკლისებია სარესტორნო სფეროს დაწესებულებები).

onalem

ტესტ