fbpx
საბერძნეთი

მაღალი ტემპერატურა, სუსტი ქარი და მცირე ნალექი – კარნავალი და “სუფთა ორშაბათი” საგაზაფხულო ამინდით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, “სუფთა ორშაბათის” უქმეებზე საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა იქნება, რასაც თან ახლდება სუსტი ქარი და აფრიკული მტვერი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია მცირე ნალექიც, მაგრამ უმნიშვნელო იქნება.

რაც შეეხება ქარს, იქროლებს სამხრეთის ქარი, რომლის ძალაც ზღვის ტერიტორიებზე 7 ბალს მიაღწევს. შაბათს მცირე ნალექი მოსალოდნელია ძირითადად შუადღის საათებიდან, დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში და ქვეყნის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში.

ორშაბათს, 27 თებერვალს, მცირე პერიოდული ნალექი მოსალოდნელია ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში, ასევე, ეგეოსის აღმოსავლეთით. ტემპერატურის კლება საკმაოდ უმნიშვნელო იქნება, ამიტომ საერთო ჯამში, საკარნავალო პერიოდი საგაზაფხულო ამინდის პირობებში ჩაივლის.

onalem

ტესტ