fbpx
საბერძნეთი

13 მარტიდან საბერძნეთში “სამარხვო კალათი” შედის ძალაში – სიაში 56-მდე პროდუქტი

როგორც საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, 13 მარტიდან ქვეყანაში ძალაში შედის “სამარხვო კალათი” – ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავად მინისტრმა, კოსტას სკრეკამა დღეს, 5 მარტს გაავრცელა.

“სამარხვო კალათი” ე.წ. “საყოფაცხოვრებო კალათის” გაგრძელებაა, თუმცა, მას ემატება საკვების სამი ახალი გატეგორია, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს სამარხვო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად.

სამარხვო კალათი მოიცავს 56 პროდუქტს, რომელთაგან სამი ახალი არის შემდეგი: ხალვა, სამარხვო სალათები და ზღვის გაყინული პროდუქტები.

ჯამში კი, “სამარხვო კალათი” ასე გამოიყურება:

ბრინჯი
ტოსტის პური
პური (სტანდარტული/შეფუთული)
ორცხობილა
სპაგეტი No6
ყველა დანიშნულების ფქვილი
პარკოსნები (ოსპი)
პარკოსნები (ლობიო)
პარკოსნები (სხვა სახეობის)
ინდაური
გაყინული თევზი
ახალი ღორის ხორცი (შეფუთულიც და შეუფუთავიც)
ახალი ქათამი (შეფუთულიც და შეუფუთავიც
ახალი საქონლის ხორცი (შეფუთულიც და შეუფუთავიც)
ახალი რძე
ახალი უცხიმო რძე
პასტერიზებული (ხანგრძლივი ვადით) რძე
მაღალ პასტერიზებული (გრძელვადიანი) უცხიმო რძე
ძროხის რძის იოგურტი
ძროხის რძის უცხიმო იოგურტი
ყველი
თეთრი ყველი
ყველი გუდა
უცხიმო ყველი
დაკონსერვებული ტომატის წვენი
კვერცხი
მარგარინი
ზეითუნის ზეთი
მზესუმზირის ზეთი
გაყინული ბოსტნეული (ბარდა, მწვანე ლობიო და ა.შ.)
თეთრი შაქარი
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის შესაფერისი დამატკბობლები
შვრიის პროდუქტები
ბავშვის კრემი
ჩვილის რძე
ბერძნული ყავა
ხსნადი ყავა
ფრანგული ყავა
ფორთოხლის წვენი
სარეცხი საშუალებები (თხევადი და ფხვნილი – არა ტაბლეტები)
სარეცხი საშუალებები ზედაპირების გასაწმენდად – მათეთრებელი
ჭურჭლის სარეცხი საშუალებები
სამზარეულოს ქაღალდი
​​ტუალეტის ქაღალდი
კბილის პასტები
სანიტარული ხელსახოცები ან ტამპონები
შამპუნი
საპნები მყარ მდგომარეობაში
სპეციალური საფენები
საფენები ჩვილებისთვის
ბავშვის შამპუნი
საკვები ძაღლებისთვის
კატის საკვები.

onalem

ტესტ