fbpx
საბერძნეთი

პაკისტანელი, რომელმაც ათენში 17 წლის ნიკოლეტა მოკლა, ჩრდილოეთ მაკედონიაში დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, 17 წლის ნიკოლეტას მკვლელი ჩრდილოეთ მაკედონიაში დააკავეს. როგორც უკვე ცნობილია, არასრულწლოვანი გოგონა მისმა პაკისტანელმა შეყვარებულმა თავისსავე სახლში გაგუდვით მოკლა.

აქამდე არსებობდა ცნობები, რომ პაკისტანელი ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში იმალებოდა და პოლიციას უნდა ჩაბარებოდა, თუმცა, სინამდვილეში მან ქვეყნის საზღვრების დატოვებაც კი შეძლო, საბოლოოდ კი, მეზობელ ქვეყანაში დააკავეს.

საბერძნეთის პოლიციას გაცემული ჰქონდა მისი დაკავების ორდერი და ინფორმაცია გადაცემული იყო ბალკანეთის ყველა ქვეყანაში, სწორედ ასე მოხდა მისი იდენტიფიცირება და ამ დროისთვის ის უკვე სამართალდამცევლთა ხელშია.

ამის შესახებ თავად სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკოც წერს. პაკისტანელი შესაბამისი მუხლით სულ მალე გასამართლდება.

onalem

ტესტ