fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხმების შესყიდვის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს – ამოღებულია პირადობის 197 მოწმობა და 6.000 ევრო

დღეს, 21 მაისს, საბერძნეთში არჩევნებია და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. როგორც პოლიცია იუწყება, გუშინ შუაღამისას მათ აიყვანეს ხუთი პირი, რომელთაც აღმოუჩინეს მონიშნული ბიულეტენები და აღნიშნული საქმიანობისთვის აღებული თანხა.

ΕΡΤ-ის ინფორმაციით, შემთხვევა კარდიცაში, სოფადების სოფელში მოხდა, ხოლო დაკავებულებს შორის არიან ბოშები.

ერთ-ერთი დაკავებულის მანქანაში აღმოაჩინეს პირადობის 197 მოწმობა, პასპორტები, ჩანთა, რომელშიც მინიმუყმ 114 ბიულეტენი იდო.

ორ პირს აღმოუჩინეს თანხა, რაც ჯამში 6.000-ზე მეტი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რადგან ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო ხმების შესყიდვის მცდელობას.

onalem

ტესტ