fbpx
პოზიტივი

600-მდე უკრაინელი ბავშვი საბერძნეთში უფასოდ დაისვენებს – ისინი ძირითადად ბუჩადან არიან

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი უკრაინელ ბავშვებს საზაფხულოდ უფასოდ უმასპინძლებს. ისინი ათენში გუშინ, 5 აგვისტოს ჩამოვიდნენ და მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის მოადგილე, სოფია ვულტეფსი დახვდათ. როგორც ირკვევა, საუბარია ბავშვებზე, ძირითადად, ბუჩადან, სადაც რუსეთმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყო.

ბავშვები გადანაწილდებიან სპეციალურ საზაფხულო ბანაკებში ატიკის, პელოპონისოსა და ხალკიდიკის მასშტაბით, ცხადია, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებასაც სამინისტრო უზრუნველყოფს.

“ჩვენს ხელში არ არის ომის დასრულება ან ამ ბავშვების გონებიდან და სულიდან იმ ტრამვების წაშლა, რომლებსაც ომი, ნგრევა და დანაკარგი ტოვებს, მაგრამ ვცდილობთ შევთავაზოთ სიხარულისა და უდარდელობის დღეები, რომ პოზიტივიც ჩავდოთ მათ მეხსიერებაში. იმ მეხსიერებაში, რომელშიც ახლა მკაცრი, სასტიკი სურათებია და ამხელა გავლენა მოახდინა პატარების ფსიქიკაზე. ჩვენ ვცდილობთ დავდოთ პატარა ქვა, მშვიდობიანი ცხოვრების ასაშენებლად, რომლისთვისაც ასე ვიბრძვით,” ამბობს ქ-ნ სოფია.

600 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე დღით საბერძნეთის სანაპიროებზე დაისვენებს და მოსწყდება ომით გამოწვეულ ტრამვულ გარემოს.

onalem

ტესტ