fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენი: საშობაო მაგიდა 2, 000 უსახლკარო და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანისთვის

შობას ადამიანები ცდილობენ საკუთარ ოჯახსა და თბილ სახლში შეხვდნენ, თუმცა, ყველას არ აქვს ეს ფუფუნება. სწორედ ამიტომ, ათენის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, სოლიდარობის ცენრტთან თანამშრომლობით, უსახლკარო და სპეციალური საჭირობების მქონე პირებს ქალაქის მასშტაბით, წლის ყველაზე ლამაზი დღესასწაული მათაც გაულამაზოს.

ხვალ, შობის დღეს, 13:00 საათზე, პირეაზე, ეხელიდონის N69-ში გაეწყობა საშობაო სუფრა, სადაც განთავსდება 12, 000 პორცია საჭმელი.

აღნიშნულ მისამართზე შეუძლია მივიდეს ყველას, ვისაც არ აქვს სახლი, თბილი საჭმელი და არ ჰყავს ოჯახი, ვისთან ერთადაც ამ დღეს გაატარებს.

ცენტრი მინიმუმ 2, 000 ადამიანს უმასპინძლებს.

onalem

ტესტ