fbpx
პოზიტივი

ალბანელმა ქალმა 600 ნიღაბი დაამზადა და საავადმყოფოს უსასყიდლოდ გადასცა

გავრცელებული ინფორმაციით, ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელმა ქალმა გრევენას საავადმყოფოს 600 ნიღაბი შეუკერა და სრულიად უფასოდ გადასცა. მას სთავაზობდნენ თანხას, მაგრამ უარი განაცხადა.

“მე ყოველდღიურად ვისმენდი ახალ ამბებში, რომ საავადმყოფოებში ნიღბების ნაკლებობა იყო და ექიმებსა და ექთნებს ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათთვის რაიმე გამეკეთებინა. ვთხოვე, რომ ნიმუში გამოეგზავნათ, რომელსაც გამოვიყენებდი და 600 ნიღაბი შევკერე. ამ ყველაფრის დამზადებას ზუსტად 9 დღე დასჭირდა. მე მზად ვარ ამ საქმის კეთება განვაგრძო, უსასყიდლოდ,” ამბობს ის.

როგორც ირკვევა, ქალი ალბანეთის მოქალაქეა და საბერძნეთში უკვე 21 წელია მეუღლესთან და ორ შვილთან, 18 წლის გოგონასთან და 9 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს.

 

 

onalem

ტესტ