fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთი მზად არის უკიდურესი სცენარისთვისაც კი” – ნიკოს ხარდალიასი კორონავირუსის კრიზისზე

“ის, ვინც კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფება, კარანტინში უნდა დარჩეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით რთულია. მომდევნო კვირები რთული იქნება და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა წავაგოთ. ყოველი არასაჭირო მოძრაობა ჩვენს მცდელობებს ასუსტებს. ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სპეკულაციების დრო. ჩვენ მზად ვართ ყველაზე უკიდურესი სცენარისთვისაც კი. ახლა პასუხისმგებლობის გამოჩენის დროა,” განაცხადა დღევანდელ სიტყვით გამოსვლაში ნიკოს ხარდალიასმა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ათენში გამოიგზავნა და ჩამოვიდა 11 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა. საბერძნეთის საავადმყოფოები მომარაგდა:

სპეციალური ფორმებით
სამედიცინო ხელთათმანებით
ფეხსაცმელზე გადასაკრავებით
ანტისეპტიკური საშუალებებით.

საბერძნეთი სრულ მზადყოფნაშია კორონავირუსთან საბრძოლველად, მხოლოდ საჭიროა თითოეული მოქალაქის მხრიდან ხელშეწყობა და პასუხისმგებლობის გამოჩენა.

onalem

ტესტ