fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენში უსახლკარო ხალხისთვის კეთილმოწყობილი თავშესაფარი გაიხსნა

დღეიდან ათენში უსახლკაროთა კეთილმოწყობილი თავშესაფარი აბსოლუტური რეალობაა. სპეციალურად შექმნილი გარემო განკუთვნილია 400 უსახლკარო ადამიანისთვის, რომელსაც იქ მისვლა და დარჩენა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ კრიზისის პერიოდისთვის შექმნილი თავშესაფარი, არამედ უსახლკარო ადამიანებისთვის ნაპოვნი გამოსავალი როგორც დღეისთვის, ასევე ხვალისთვის.

შენობა, სადაც თავშესაფარი განთავსდა, მდებარეობს ახარნონისა და ლიოსიონის ქუჩების კვეთაზე და უკვე იღებს პირველ ბენეფიციარებს. დაახლოებით 100 ადამიანი, რომელიც გუშინ ქუჩაში ცხოვრობდა, უკვე დარეგისტრირდა და ამიერიდან დაცული იქნება სიცივისა და ვირუსებისგან.

უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც იქ მივლენ, ექნებათ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას და შეამოწმებენ.
შენობაში არის სააბაზანოები, საპირფარეშოები, სათავსოები, რომ შეინახონ საკუთარი ნივთები. არის წვდომა ინტერნეტზე და შეეძლებათ რომ გარეცხონ ტანსაცმელი და უყურონ ტელევიზორს.

თავშესაფარში შესვლა ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ