fbpx
საზოგადოება

ნაცემმა ბერძენმა პოლიციას დახმარება სთხოვა, მათ კი გარეთ ყოფნისთვის 150 ევროთი დააჯარიმეს

ახალგაზრდა ბერძენმა, სავარაუდოდ, ინანა, რომ პოლიციელებს დახმარება სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, პატრას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იპოვეს მამაკაცი, რომელიც გზაზე დასისხლიანებული ეგდო და პოლიციას დახმარებას სთხოვდა, ტანსაცმელი დახეული ჰქონდა და საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა.

როგორც გაირკვა, მას სხვა მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა, შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მეორემ გაქცევა მოახერხა, ის კი ნაცემი გზაზე მიატოვა.

ახალგაზრდამ დამნაშავის ვინაობა დაუსახელა და მოჰყვა რაც მოხდა, თუმცა, საბოლოოდ პოლიციამ გარეთ უმიზეზოდ ყოფნისთვის 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა.

მეორე ახალგაზრდის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

onalem

ტესტ