fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ახარნონი: არასრულწლოვნები სკოლაში სხვა მოსწავლეების საცემრად შეიჭრნენ

ტელეკომპანია ΑΝΤ1-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ახარნონზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას არასრულწლოვნები, დაახლოებით 15-16 წლის ბავშვები შეიჭრნენ. მათი მიზანი სხვა მოსწავლეებზე თავდასხმა იყო.

სკოლის თანამშრომელმა აგრესიული მოზარდები დაინახა და კარი ჩაკეტა, თუმცა, ისინი იმდენად იყვნენ გაცოფებულები, რომ ღია ფანჯრიდან შესვლა მაინც მოახერხეს.

ახარნონის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბავშვები სრულიად სხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მათი სკოლის მოსწავლეებთან უთანხმოება ჰქონდათ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ტერიტორიისთვის მსგავსი ინციდენტები დამახასიათებელია და გაიხსენა მცირეწლოვანი ბავშვის სიკვდილი სკოლის ეზოში, რომელიც შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.

onalem

ტესტ