fbpx
ჯანმრთელობა

ΑΧΕΠΑ: ორი უმძიმესი პაციენტი აპარატიდან მოხსნეს, სამი კი კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა

თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოდან სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება, რაც ექიმებსა და ექთნებს უდიდესი ოპტიმიზმით ავსებს.

გავრცელებული ცნობით, ორი მძიმე პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, რადგან მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამოუკიდებლად შეუძლიათ სუნთქვა და ვირუსთან ბრძოლა. ხოლო სამი სხვა პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა.

თესალონიკი არის ქალაქი, სადაც საბერძნეთის მასშტაბით კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, მიუხედავად ამისა, სწრაფი რეაგირების ფონზე, მთელ თესალონიკში ინფიცირების მხოლოდ 39 შემთხვევა და 3 გარდაცვალება ფიქსირდება.

საბერძნეთის მედპერსონალი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ პაციენტებს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნონ.

onalem

ტესტ