fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსი უფრო და უფრო სუსტდება! – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

დღევანდელი მონაცემები კვლავ იმედის მომცემია. ჯანდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ და მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, 4 ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 134-მდე გაზარდა.

საერთო ჯამში საბერძნეთში ვირუსით ინფიცირების 2.517 შემთხვევა ფიქსირდება, რაც 10.7 მილიონი მოსახლის ფონზე, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 46 ადამიანი, ხოლო მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს 64 პაციენტი და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში 64.608 ტესტია ჩატარებული.

4 მაისს საბერძნეთში გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა უქმდება და დაიწყება ზომების ეტაპობრივი მოხსნა.

onalem

ტესტ