fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ათენი: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ქალი, რომელმაც ინფიცირების შემდეგ იმშობიარა

კიდევ ერთი პოზიტიური ამბის შესახებ Αττικόν-ის საავადმყოფოდან ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ აღნიშნულ საავადმყოფოში იმშობიარა ქალმა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა.

როგორც ექიმები იუწყებიან, კიდევ ერთხელ ჩატარებული ტესტის პასუხები ნეგატიური აღმოჩნდა. ქალი კორონავირუსისგან განიკურნა, ხოლო ბავშვი არ დაინფიცირებულა. ეს ექიმებს აძლევთ იმედს, რომ მშობიარობისას დედისგან ბავშვებს ვირუსი არ გადაედებათ.

ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ და საავადმყოფოდან სახლში გაეწერნენ.

 

onalem

ტესტ