fbpx
საზოგადოება

საგანგებო პროგნოზი – ცუდი ამინდის ახალი ტალღა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათიდან საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება. დილის საათებიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა და ძლიერი ქარი. ფენომენი აღმოსავლეთიდან გაძლიერდება და გავრცელდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

19 თებერვლიდან პერიოდული წვიმა მოსალოდნელია დასავლეთ საბერძნეთსა და იონიის ზღვის კუნძულებზე.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 2-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს. ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 7-დან 15 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 7-დან 16 გრადუსამდე, 9-დან 15 გრადუსამდე კიკლადესის კუნძულებზე, კრეტაზე კი 17 გრადუსამდე.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი და მცირე მოღრუბლულობა, ჰაერი 7-დან 15 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში ნავარაუდებია პერიოდული მოღრუბლულობა, ტემპერატურა 7-დან 13 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ