fbpx
საზოგადოება

პირველი ჯარიმები ათენში უკვე გამოიწერა – 500 და 100 ევრო დახურულ სივრცეში მოწევისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში მოწევის წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონის ფარგლებში, შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. დაჯარიმებულია 10 დაწესებულების მენეჯერი და უშუალოდ კანონდამრღვევი პირები.

კერძოდ, პირველი ჯარიმები, დახურულ სივრცეებში მოწევის გამო, ნეა სმირნის ტერიტორიაზე, დაახლოებით 10 ბიზნეს დაწესებულებაში გამოიწერა.

კონტროლიორებმა, რომლებიც საბერძნეთის პოლიციასთან შეთანხმებით მუშაობენ, 500 და 100 ევროიანი ჯარიმები გამოწერეს. მენეჯერი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება 500 ევროთი, ხოლო თავად იმ პირს, რომელიც დახურულ სივრცეში სიგარეტს მოწევს, 100 ევროს გადახდა მოუწევს.

თუკი იმყოფებით დაწესებულებაში, სადაც სხვის მიერ თამბაქოს მოხმარება გაწუხებთ და იცით, რომ აკრძალულია, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 1142.

onalem

ტესტ