fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ახალი პირადობის მოწმობები უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით

იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთის და ევროპის სხვა ქვეყნების საზღვარს კრიმინალური დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ყალბი საბუთებით ხშირად კვეთენ, ევროკავშირმა უსაფრთხოების ზომების მიღება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის თოთოეულმა მოქალაქემ პირადობის ახალი მოწმობა უნდა აიღოს, რომელზეც დატანილი იქნება მათი ფოტოსურათი, სპეციალური უხილავი ჩიპი და თითის ანაბეჭდები.

აღნიშნული ცვლილება ეხება არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც, სადაც პირადობის ახალი მოწმობების გამოშვება სავალდებულოა მომდევნო ორი წლის მანძილზე.

ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნებში  პირადობის მოწმობის და ლეგალურად ცხოვრების საბუთის 250 სხვადასხვანაირი ვერსია არსებობს.

დაახლოებით 80 მილიონ ევროპელს არ აქვს პირადობის მოწმობა, რომელზეც ელექტრონულად კითხვადი, ანუ ბიომეტრიული მონაცემებია დატანილი.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად, საბერძნეთმა პირველად განიხილა საკითხი პირადობის მოწმობების შეცვლის შესახებ.

onalem

ტესტ