fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში პირველი “პერიპტერო” გაიხსნა, სადაც ტექნიკა იყიდება

საბერძნეთში ძალიან ცნობილ “პერიპტეროს”, რომელიც პატარა კიოსკია, ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეხვდებით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, დაწყებული თამბაქოდან, ტელეფონის ბარათებიდან და სასმელიდან, დამთავრებული წასახემსებელი საკვებით. თუმცა, იმ “პერიპტეროს” მსგავსს, რომელიც თესალონიკში გაიხსნა, ჯერჯერობით ვერსად შეხვდებით.

ეს არის პირველი ელექტრონული კიოსკი, რომელიც თესალონიკში გაიხსნა, რომელიც ტექნიკას ყიდის.

ამ იდეის უკან ელექტრიკოსი კოსტას ლოაკიმიდისი დგას, რომელსაც უნდოდა რაიმე განსაკუთრებული შეექმნა და თესალონიკელებისთვის შეეთავაზებინა ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ ტექნიკის ყიდვას ერთი პატარა ჭერის ქვეშ.

ასე რომ, აღნიშნულ “პერიპტეროში” ნაცვლად სასმლისა და ბილეთებისა, ნახავთ ნათურებს, დამტენებს, დამაგრძელებლებს და ყველაფერს, რაც ტექნიკას სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ კოსტას გუნდი მომხმარებელს 24 საათის მანძილზე ემსახურება.

onalem

ტესტ