fbpx
საზოგადოება

მალესინა: 200 კაციანი ქორწილი, პირბადეების და დისტანციების გარეშე – თითქმის ყველა მათგანი ინფიცირებულია

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის მიუხედავად, მალესინაში 200 კაციანი ქორწილი გაიმართა და სტუმრები არ ატარებდნენ პირბადეს, არ იცავდნენ არც დისტანციებს. როგორც ირკვევა, პარალელურად ღია იყო კაფეებიც, სადაც ახალაგზრდები თუ მოხუცები ფეხბურთს უყურებდნენ.

აღნიშნული ფაქტების გამო, ახლა საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი და მხოლოდ 24 საათში მთელ მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 186 შემთხვევიდან 90% სწორედ მალესინაზე მოდის.

“კორონავირუსზე დადებითი ვიყავი ქორწილამდეც და ქორწილის მსვლელობის დროსაც და ეს არ ვიცოდი. ახლა კი ყველას ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს. სამწუხაროდ, ღია იყო კაფეებიც და ხალხი ფეხბურთის საყურებლად იყო მისული,” ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც ირკვევა, ეს იყო წყვილის ქორწილი, რომელიც მუდმივად ათენში ცხოვრობს, მაგრამ მალესინადან არიან და გადაწყვიტეს, რომ სწორედ იქ გადაეხადათ ქორწილი, ვინაიდან ატიკის რეგიონი “წითელ” ზონად არის გამოცახდებული. ამ ყველაფერმა კი შედეგად ის მოიტანა, რომ მალესინაც ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

onalem

ტესტ