fbpx
საზოგადოება

როგორ გადაურჩა ანა ვისის დის ოჯახი სიკვდილს მატიში

ნიკი ვისის ისტორია, იმ საშინელი წუთების შესახებ, რომელშიც იგი 23 ივლისს, მატიში იმყოფებოდა, შოკისმომგვრელია.

“ჩემს ქმარს დავურეკე, მან მითხრა, “ჩვენ ვიწვით” და გამითიშა. ცეცხლი მარათონს ელვის სისწრაფით მოედო. ყოველ ჯერზე, როცა მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, ხანძარი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. წარმოიდგინეთ ჩემი სასოწარკვეთა, არ ვიცოდი ჩემმა შვილებმა და ქმარმა შეძლეს თუ არა სახლიდან გამოსვლა. საბედნიეროდ, მათ თავს უშველეს და ნეა მაკრიში წავიდნენ.

ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ რა მოხდა. მთელი სახლი დამწვარია და მასთან ერთად დაიწვა მთელი ამ წლების მოგონებები.  არაფერი გადარჩენილა, ჩემი შვილების ერთი ვიდეოც კი. სულიერად განადგურებული ვარ. საბედნიეროდ, გვერდით მყავს ოჯახი და დები. დავინახე ვინ არის ჩემი მეგობარი და ვინ არა. მხოლოდ პატარა საკუჭნაო გადარჩა, სადაც ეზოს ნივთებს ვინახავდით, ახლა ეს ოთახია ჩვენი საცხოვრებელი.”

ნახეთ ინტერვიუ, რომელშიც ნიკი ჟურნალისტს იმ ტრაგიკული მომენტების შესახებ უყვება:

onalem

ტესტ