fbpx
საზოგადოება

“ცოდვა ტყუილად დავიდე” – ჭაბურღილში დამხრჩვალი 18 თვის ბავშვის ბებია შოკურ მდგომარეობაშია

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში, კერძოდ, ნეა მალღარას ტერიტორიაზე, 18 თვის ბიჭი ჭაბურღილში დამხრჩვალი იპოვეს.

ირკვევა, რომ ის ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა, თუმცა, გარკვეულ მომენტში მათი თვალთახედვის არიდან გაქრა და ამის შემდეგ ყველამ ძებნა დაუწყო.

მისი ბებია უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მედიასთან საუბრობს: “ბავშვი ყოველდღე აქ იყო, დედამისი ხან მუშაობდა, ხან არა. ბაბუასთან ერთად თამაშობდა და უეცრად ვეღარ დავინახეთ, სად წავიდა. ვეძებეთ ყველანაირი ძალებით, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ერთმა მეზობელმა თქვა, რომ თუ ჭაბურღილში ჩავარდა, ბავშვი დაკარგული იყო. ასეც მოხდა….

ბიჭს ჩვენ ვაქცევდით ყურადღებას, ჩვენ გვიტოვებდნენ. ტყუილად დავიდე ცოდვა.”

აღნიშნული ადგილი, სადაც ბავშვი ჩავარდა მათ სახლთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. როგორც ჩანს, მათ ყურადღება მოადუნეს, ბავშვი თამაშისას ჭაბურღილთან მივიდა და შიგ ჩავარდა.

სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს და ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

onalem

ტესტ