fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 7 წლის ბიჭმა თამაშის პერსონაჟის მიბაძვისას ხერხით თითი გადაიჭრა

შოკისმომგვრელი ინციდენტი კუნძულ სკოპელოსზე მოხდა. 7 წლის ბიჭმა ნამდვილი ხერხით, რომელიც სახლში იპოვა, მარცხენა ხელის თითი გადაიჭრა და ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი პოპულარული საბავშვო თამაშის პერსონაჟის, “Μπομπ τον μάστορα”-ს მიბაძვას ცდილობდა, სახლში ნამდვილი ხერხი იპოვა და იფიქრა, რომ ხეს გადაჭრიდა, თუმცა, ინციდენტისას საჩვენებელი თითი მძიმედ დაიზიანა.

თავდაპირველად 7 წლის ბავშვი კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, რადგან სისხლდენა არ უჩერდებოდა. თუმცა, ადგილზე არასაკმარისი კომპეტენციის გამო, ის სწრაფი ნავით ვოლოსის საავადმყოფოში გააგზავნეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

onalem

ტესტ