fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

კუნძულ ლესვოსზე საქართველოდან ჩამოსულ პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, კუნძულ ლესვოსზე კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დაუდგინდა ერთი ოჯახის ოთხს წევრს, საქართველოში ნამოგზაურებ ცოლ-ქმარს, ასევე, 10 წლის გოგონასა და გოგონას ბიძას. ამავე წყაროს ინფორმაციით, ორი მამაკაცი კვების ბიზნეს დაწესებულებაში მუშაობს (სავარაუდოდ რესტორანში), რომელიც დროებით დაიკეტა, უსაფრთხოების მიზნით.

ცოლ-ქმარს აქვს საქართველოში მოგზაურობის ისტორია, თუმცა, საბერძნეთში შემოსვლისას, ათენის საერთაშორისო აეროპორტში მათმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, ვირუსი კი, როგორც ჩანს, მოგვიანებით გამოუვლინდათ. სავარაუდოდ, მათგან დაინფიცირდა შემდეგ გოგონა და მისი ბიძაც.

მეხუთე ინფიცირებული არის მოხუცი ქალბატონი ლესვოსიდან, რომლის მეუღლეც სწორედ კორონავირუსით დაიღუპა, ხოლო მათი ვაჟი 21 ივლისის შემდეგ მიტილინის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

https://www.msn.com/el-gr/news/other/%cf%80%ce%ad%ce%bc%cf%80%cf%84%ce%bf-%ce%ba%cf%81%ce%bf%cf%8d%cf%83%ce%bc%ce%b1-%ce%ba%ce%bf%cf%81%ce%bf%ce%bd%ce%bf%cf%8a%ce%bf%cf%8d-%cf%83%cf%84%ce%b7-%ce%bb%ce%ad%cf%83%ce%b2%ce%bf/ar-BB17hfyK

onalem

ტესტ