fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატრასის პორტიდან სამი მამაკაცი საბერძნეთის დატოვებას ყალბი საბუთებით ცდილობდა

გავრცელებული ინფორმაციით, პატრასის პორტის პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა, რომელთაგან სამი ყალბი საბუთებით ცდილობდა საბერძნეთის დატოვებას, ხოლო მეოთხე მათ ამ ყველაფერში ეხმარებოდა.

ირკვევა, რომ ერთი 38 და ორი 25 წლის მამაკაცი გემზე ასვლისას შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მათი საბუთები ყალბი იყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 58 წლის მამაკაცი ახლდათ თან, რომელმაც სავარაუდოდ, ეს საბუთები დაუმზადა და შემდეგ საბერძნეთიდან გასვლაში ეხმარებოდა.

ყალბი დოკუმენტების ჩამორთმევის შემდეგ ოთხივე მათგანი დააკავეს.

onalem

ტესტ