fbpx
საბერძნეთი

SMS, გადაადგილება და ორმაგი პირბადე – რას აპირებს საბერძნეთის მთავრობა?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით ცნობილი ხდება გეგმის დეტალები, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში განიხილავს. გეგმა მოიცავს შეზღუდვებს სუპერმარკეტებში: მომხმარებელთა დასაშვები რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას, უფრო დიდი დისტანციის დაცვის ვალდებულებას და ა.შ.

მეორე ნაწილია დისტანციური მუშაობის მეთოდის აღდგენა, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი კვლავ სახლიდან მუშაობაზე უნდა გადავიდეს, თუმცა, აღნიშნულ საკითხს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა შრომის სამინისტროსგან.

ამას გარდა, შესაძლებელია, რომ დაბრუნდეს ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, ხოლო საჯარო ტრანსპორტში სავალდებულო გახდეს ორი პირბადის მოხმარება.

“შრომის ბაზარი, ეკონომიკა, განათლება – ეს ყველაფერი ფეხზე უნდა იდგეს. არავის უნდა SMS-ების და დისტანციური სწავლების ეპოქაში დაბრუნება,” აცხადებს მთავრობის სპიკერი, იანის იკონომუ.

ამრიგად, ის, რაც გამოირიცხება, არის გადაადგილებაზე შეზღუდვის და კვლავ SMS-ების გაგზავნის დაწესება, თუმცა, ექსპერტების ნაწილი გასცემს რეკომენდაციას, რომ არსებულ აკრძალვებს კიდევ დაემატოს რამდენიმე, რომ შობა-ახალი წლის დღესასწაულისთვის უკეთესი ეპიდმდგომარეობა გვქონდეს.

 

onalem

ტესტ