fbpx
საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავისი ვაჟის ტესტის უარყოფითი პასუხით საჯარო სამსახურებში დადიოდა

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა პატრაში მოხდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავისუფლად დადიოდა საჯარო სამსახურებში და ყველგან, სადაც საჭირო იყო, საკუთარი ვაჟის ტესტის უარყოფით პასუხს აჩვენებდა.

მისი თაღლითობის შესახებ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ΚΕΠ-ის თანამშრომლებმა ΑΜΚΑ-ს წარდგენა სთხოვეს, რაზეც განაცხადა, რომ არ ახსოვდა, თუმცა, უჩვენა პირადობის მოწმობა.

თანამშრომლები, ცხადია, მაშინვე მიხვდნენ, რომ ტესტის პასუხი მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰქონდა გაკეთებული ტესტი, რომლის პასუხიც რეალურად დადებითი იყო.

ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა კომპეტენტური სამსახური და მამაკაცი ΚΕΠ-ის ოფისიდან გაიყვანეს.

ბერძნული მედიასთან საუბრობს ფარმაცევტი, კოსტას მანოლოპულო, რომელიც აცხადებს, რომ მის აფთიაქში მრავლად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც მოქალაქეები ტესტის უარყოფითი პასუხის სანაცვლოდ დიდ თანხებს სთავაზობენ.

 

onalem

ტესტ