fbpx
საზოგადოება

პარის კასიდოკოსტამ და თამთამ თანაცხოვრების შეთანხმება გააფორმეს – რა როლს თამაშობს პარის დედა?!

პარის კასიდოკოსტა და თამთა ბერძნული შოუბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო და ერთმანეთზე შეყვარებული წყვილია. ისინი თითქმის სულ ერთად არიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროფესიული ვალდებულებების გამო, უწევთ განშორება.

თამთა ქორწინებაზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა და რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს ოფიციალური სტატუსების გარეშეც. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც Enimerotiko.gr იუწყება, თამთამ და პარიმ ხელი მოაწერეს თანაცხოვრების შეთანხმებას, რაც თავად პარის იდეა იყო. ამ იდეას მარტივად არ შეხვედრია კასიდოკოსტას დედა, მარიანა ლაცი.

Ciao წერს, რომ ლაცის სურდა შეთანხმების პირობები ძალიან კონკრეტული და მკაფიო იყოს, იმ შემთხვევისთვის, თუ თამთას რაიმე პრეტენზია ექნება, ქონებრივი თვალსაზრისით, დაშორების შემდეგ (თუ ეს ასე მოხდება).

მიუხედავად ამისა, ცხადია, თამთა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და შესაძლოა ერთ-ერთ უმდიდრეს ბერძენთან აქვს ურთიერთობა, ის საკუთარ კარიერას მუდმივად აშენებს და ავითარებს, შესაბამისად, საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება, კასიდოკოსტას გარეშეც შეუძლია.

onalem

ტესტ