fbpx
საზოგადოება

“თვალი აღარ აქვს, სახე კი ღრმად დაეწვა, მარტო ცხოვრობდა” – 34 წლის იოანას მამა შოკურ მდგომარეობაშია

დღეს დილით კალითეაში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. 34 წლის იოანას, რომელიც, როგორც გაირკვა, სოფელ ამფიხოლიადან არის, ამ დროისთვის უცნობმა ქალმა სახეში მჟავა შეასხა. გოგონას მდგომარეობა უმძიმესია და ამ ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული ფიგურა მისი მამაა, რომელიც შოკიდან ვერ გამოდის.

“ჩემი გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. სახეში მჟავა შეასხეს, სხვა არაფერი ვიცი. რაც შემს შვილს შეემთხვა ტრაგიკულია. ვიმედოვნებ, რომ ექიმებისგან რაიმე კარგ ამბავს გავიგებ. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს უნდოდა ჩემი შვილისთვის ევნო,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ცნობილი გახდა, იოანა ათენში მუშაობდა და მარტო ცხოვრობდა. მას სამსახურთან დახვდა შავებში ჩაცმული ქალი და მას შემდეგ, რაც სახეში მჟავა შეასხა, ადგილიდან მიიმალა.

34 წლის გოგონას დამწვარი აქვს მთლიანი სახე, ხელები და დაკარგა ერთი თვალი, ხოლო მეორის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

პოლიცია თავდამსხმელის ვინაობის დადგენას ცდილობს და პირველადი ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვაქვს, რომელიც უცნობია, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება.

 

onalem

ტესტ