fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიკონოსის ცნობილი სანაპირო ბარის მფლობელის მამა ცეკვის დროს გარდაიცვალა

სანაპირო “Nammos” საბერძნეთში თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა მიკონოსზე. სანაპირო ბარი ზანი ფრანძესკუს ოჯახის საკუთრებაშია, რომელსაც ახლა მძიმე წუთები უდგას. ცნობილი და უმდიდრესი ბიზნესმენის მამა გარდაიცვალა, თანაც, უცნაურ ვითარებაში. მამაკაცი ცეკვავდა, როდესაც უეცრად მაგიდაზე დავარდა.

შემთხვევა გასულ პარასკევს სეპოლიაში მოხდა. 84 წლის მამაკაცი საკუთარი მაგიდისკენ ცეკვა-ცეკვით მიდიოდა და უეცრად ზედ დავარდა. ის “ელპის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, გვიანი აღმოჩნდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ექიმების ვარაუდით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

მას სამი შვილი დარჩა. ფრანძესკუს ხვალ, მიკონოსზე დაკრძალავენ.

onalem

ტესტ