fbpx
საბერძნეთი

მორიგი ხულიგნური თავდასხმა ფრენბურთის მატჩის მსვლელობისას – 31 წლის პოლიციელი სიკვდილს ებრძვის

საბერძნეთში გუნდური მოტივების თავდასხმა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მორიგი ხულიგნური თავდასხმა განხორციელდა გუშინ ღამით მელინა მერკურის დახურულ დარბაზთან, სადაც ფრენბურთის მატჩი იმართებოდა, ოლიმპიაკოსა და პანათინაიკოსს შორის.

როგორც ირკვევა, ხულიგნების ჯგუფმა საზღვაო მაშხალები გამოიყენა, რომლებიც არ ქრება და სერიოზული ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, რაც ასეც მოხდა. თავდასხმისას დაშავდა პოლიციის 31 წლის ოფიცერი, რომელიც ამ წუთამდე სიკვდილს ებრძვის. აღნიშნული მაშხალით დაშავებისას მან უკიდურესად დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა და მის გადასარჩენად ექიმებმა ზეადამიანური ძალისხმევა გასწიეს, რამაც შედეგი გამოიღო, თუმცა, ამ დროისთვის კომაშია.

ხულიგნური თავდასხმის ფარგლებში პოლიციამ დილის 18:00 საათამდე დააკავა 424 ადამიანი და ისინი “ალოდაპონში” გადაიყვანეს.

31 წლის პოლიციელს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ.

onalem

ტესტ