fbpx
საბერძნეთი

სულ რამდენიმე დღეში საბერძნეთში მაღაზიების საშობაო გრაფიკი ამოქმედდება – რომელ კვირა დღეებში იქნება მაღაზიები ღია?!

საბერძნეთში საშობაო გრაფიკი სულ რაღაც 4 დღეში ამოქმედდება და წელიწადის ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაულზე საყიდლებით სიამოვნებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. როგორც უკვე ცნობილია, მაღაზიები ღია იქნება უფრო მეტი საათებით და იმუშავებენ კვირა დღეებშიც კი.

კერძოდ, 12 დეკემბრიდან მაღაზიები კვირის სამუშაო დღეებში ღია იქნება 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმუშავებენ კვირა დღეებშიც, კონკრეტულად, 17, 24 და 31 დეკემბერს და ამ დღეებში ღია იქნებიან 11:00-დან 18:00 საათამდე.

ოფიციალურად უქმე დღეებია შობა და შობის მეორე დღე, 25 და 26 დეკემბერი. ასევე, 1-ლი იანვარი. როგორც გრაფიკზეა მოცემული, მაღაზიები 2 იანვარსაც დაკეტილი იქნება.

ხუთშაბათი 12/12/2019 – 09:00 – 21:00

პარასკევი 13/12/2019 – 09:00 – 21:00

შაბათი 14/12/2019 – 09:00 – 16:00

კვირა 15/12/2019 – 11:00 – 16:00

ორშაბათი 16/12/2019 – 09:00 – 18:00

სამშაბათი 17/12/2019 – 09:00 – 21:00

ოთხშაბათი 18/12/2019 – 09:00 – 21:00

ხუთშაბათი 19/12/2019 – 09:00 – 21:00

პარასკევი 20/12/2019 – 09.00 – 21.00

შაბათი 21/12/2019 – 09:00 – 18:00

კვირა 22/12/2019 – 11:00 – 18:00

ორშაბათი 23/12/2019 – 09:00 – 21:00

სამშაბათი 24/12/2019 – 09:00 – 18:00

ოთხშაბათი 25/12/2019 – შობა – დასვენება

ხუთშაბათი 26/12/2019 შობის მეორე დღე – დასვენება

პარასკევი 27/12/2019 – 09:00 – 21:00

შაბათი 28/12/2019 – 09:00 – 18:00

კვირა 29/12/2019 – 11:00 – 18:00

ორშაბათი 30/12/2019 – 09:00 – 21:00

სამშაბათი 31/12/2019 – 09:00 – 18:00

ოთხშაბათი 1/1/2020 – ახალი წლის პირველი დღე – დასვენება

onalem

ტესტ