fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი კადრები ანო პატისიიდან: ქალი ალმოდებული სახლიდან დახმარებას ითხოვდა, საბოლოოდ, კი გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გუშინ, დაახლოებით 02:00 საათზე, ანო პატისიაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. კადრები, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება, შოკისმომგვრელია, ფაქტობრივად, სახლი მთლიანად არის დამწვარი, შიგნით კი, მეხანძრე/მაშველებმა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა, ჩანს, რომ ქალბატონი ალმოდებულ სახლში მომწყვდეული აღმოჩნდა და გარეთ გამოსვლა ვერ შეძლო. სიკვდილამდე მან მოასწრო და მშობლებს დაურეკა, შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ იწვოდა, მაგრამ საბოლოოდ, სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე მობილიზდა 5 მანქანა და 16 მეხანძრე მაშველი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ