fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად საბერძნეთში! ჯარიმა 150 ევრო მას, ვინც საჭირო ადგილას ნიღაბს არ გამოიყენებს

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიღბის გამოყენება კონკრეტულ ადგილებში სავალდებულო ხდება!

ნიკოს ხარდალიასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, ვინც ნიღბის გარეშე აღმოჩნდება იმ ადგილას, სადაც მისი ტარება აუცილებელია, დაჯარიმდება 150 ევროთი.

“პირველი ფაზის კარგმა შედეგებმა ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ მომდევნოში გადავიდეთ. ვირუსი დაუძლურდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ის მაინც ჩვენ შორის რჩება. ჯერ არ არსებობს ეფექტური ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი. ერთადერთი იარაღი ახლა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. ორშაბათამდე გადაადგილების აკრძალვა ძალაში რჩება. 1 მაისს აკრძალულია სოფლებისკენ წასვლა.

ასევე, მომდევნო ორ დღეში გავცემთ კონკრეტულ რეკომენდაციებს და ზომების მოხსნის შემდეგ, 4 მაისიდან, მას, ვისაც არ ეკეთება ნიღაბი დახურულ სივრცეებში, დაჯარიმდება 150 ევროთი. არაფერი დამთავრებულა მანამდე, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ შეიქმნება. მანამდე ჩვენ ვიცხოვრებთ განსხვავებულ რეჟიმში.”

onalem

ტესტ