fbpx
საბერძნეთი

მძიმე კადრები: ავარიის გამო 27 და 16 წლის ბიჭები რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვიან

იანიცაში Motocross-ის ჩემპიონატი საზარელი ავარიით დასრულდა, რომლის გამოც ახლა 27 და 16 წლის ბიჭები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

ირკვევა, რომ რბოლის დროს ერთ-ერთი მოტოციკლის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და დამცავ ღობესა და სვეტს შეეჯახა, აღნიშნული სვეტი წაიქცა და იქ მდგომ ახალგაზრდებს დაეცა.

სამწუხაროდ, უმძიმესი დაზიანებები მიიღეს 27 და 16 წლის ბიჭებმა, რის გამოც ჩემპიონატი საერთო შეწყდა.

არსებული ცნობებით, დააკავეს 60 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნული ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა, ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

onalem

ტესტ