fbpx
საზოგადოება

ვაქცინაციის ვალდებულება ფართოვდება? – რა განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამენტში ვაქცინაციის ვალდებულებაზე ისაუბრა და განმარტა, იგეგმება თუ არა მთავრობის მიერ აღნიშნული ვალდებულების გაფართოვება, რომ საზოგადოების მეტ ნაწილს შეეხოს.

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავზარდოთ ვაქცინირებულთა რაოდენობა და ეს შეგვიძლია კიდეც. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდებით, ექსპერტების დახმარებით, რეგიონებში სიარულით. 

თუ არ ხართ აცრილი, გემუქრებათ სერიოზული საფრთხე, რომ მოხვდეთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ამას ამბობენ ექსპერტები. მე არ მაქვს უფლება ვაქცინაცია დავაძალო ვინმეს, ჯანდაცვის სისტემას კიდევ აქვს საწოლები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ ის კოვიდ-სისტემად ვაქციო.

“სირიზამ” ჩაგვაბარა ჯანდაცვის სისტემა უდიდესი ხარვეზებით, ახლა გავაორმაგეთ საწოლების რაოდენობაც და ზოგადად, მისი ფუნქციონირების ეფექტურობა. გაისეირნეთ ახალ პალატებში და ნახეთ!

რაც შეეხება ვაქცინაციის ვალდებულების კიდევ უფრო გაფართოვებას, მთავრობა მსგავსს არაფერს გეგმავს, ჩვენ ამის ნაცვლად, კიდევ გავაძლიერებთ რეანიმაციულ განყოფილებებს,” განაცხადა მიცოტაკიმ.

ამრიგად, ამ ეტაპისთვის მთავრობა არ განიხილავს, რომ აცრის ვალდებულება საზოგადოების მეტ ნაწილზე გავრცელდეს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საბერძნეთში, აღნიშნული მოთხოვნით უკვე გამოვიდა.

onalem

ტესტ